პროექტის სახელწოდება: ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები
პროექტის მთავარი იდეა: თითქმის ყველა ოჯახში ენერგიის უყაირათო ხარჯვაა. მოვძებნოთ ენერგიის დაზოგვის გზები.
პროექტის აქტუალობა: ენერგიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები მაშინ, როდესაც ისინი საჭირო არ არის, გახსნილია და დაზიანებულია ონკანი და წყალი უმიზნოდ იღვრება და ა. შ.
პროექტის მიზნები: 1. ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის Rირებულების დადგენა; 2. ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა (ეკონომიკური თვალსაზრისით); 3. ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების სახით; ენერგიის ხარჯის შემცირება, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი; მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით. .
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი,ფიზიკის სახელმძღვანელო .
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყო სამ ჯგუფად და თითოეულს მიეცა შემდეგი დავალებები: 1. განსაზღვრ რა სახის ენერგიას მოიხმარს თქვენი ოჯახი: ელექტრულს, წვის (ბუნებრივი აირის, თხევადი საწვავის, შეშის, ბიომასის და სხვა), მზის, წყლის, ქარის.
ჩამოთვალეთ ამ ენერგიის მომხმარებელი მოწყობილებები.
გამოთვალეთ, რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში (აღწერეთ როგორ გააკეტებთ ამას).
მონაცემები წარმოადგინეთ ცხრილის სახით. მაგ. ელექტროენერგიაზე:
დასახე- ლება | რაოდენობა ცალი | ჯამური სიმძლავრე, კვტ. | მუშაობის ხანგრზლივობა სთ. | დღე-ღამეში მოხმარებული ელ.ენერგია კვტ.სთ | ერთ თვეში მოხმარე ბული ელ.ენერგია კვტ.სთ | |
ელ.ნა- თურა | ||||||
მაცივარი | ||||||
ტელევი- ზორი | ||||||
კომპი- უტერი | ||||||
უთო | ||||||
სარეცხი მანქანა | ||||||
ელქურა |
დახარჯული ენერგიის გამოსათვლელად სიმძლავრე უნდა გამრავლდეს მუშაობის დროზე.
2. დაადგინეთ ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი ბინის გასათბობად, წყლის გასაცხელებლად, მიწის დასამუშავებლად და სხვა.
დაადგინეთ ამ ენერგიის ღირებულება და წარმოადგინეთ სვეტოვანი დიაგრამის სახით.
3.შეიმუშავეთ ენერგიის დაზოგვის გზები და თქვენი მოსაზრებები გააცანით ოჯახის წევრებს, მაგ.შეამციროს ენერგიის უქმად ხარჯვა -გამორთონ სინათლე როცა საჭირო არ არის, გამოიყენონ ეკონომიური ნათურები. ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ ენერგიას მოიხმარენ ჩართვა-გამორთვისას, მათი მუშაობა გახანგრძლივდება თუ არ გამორთავენ თუკი მოკლე ხანში ისევ უნდა ჩართონ. შეზღუდონ ცხელი წყლის მოხმარება, ზამთარში იზრუნონ ბინის თბოიზოლაციაზე, გაითვალისწინონ რომ ღია ფერის კედლები ირეკლავს დაცემული სინათლის ენერგიის 70-80%-ს, მუქი-10-15%-ს.
შესაძლებელია ბინიდან გასასვლელ კართან გაკეთდეს წარწერა:“ბინიდან გასვლისას შეამოწმეთ , გამორთულია თუ არა ელექტროხელსაწყოები, გაზქურა, დაკეტილია თუ არა ონკანები.“ და ა. შ. მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ უამრავი ენერგია იხარჯება უქმად და არსებობს ბევრი ხერხი, რომლის გამოყენებითაც შეიძლება ენერგიის დაზოგვა.
ჩაწერეთ რა საშუალებით დაზოგავს ენერგიას თქვენი ოჯახი.
იანგარიშეთ, რა ეკონომიას მისცემს ეს თქვენ ოჯახს.
ბოლოს დისკუსია: „ენერგიის დაზოგვა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებითაა გამოწვეული?“.
საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: მარია ხოზრევანიძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: xozmari@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: manana2011.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა
Комментариев нет:
Отправить комментарий